|
2022-05-03 10:49:44, 1565 ნახვა
ომი უკრაინაში
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 375 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 375 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის იქნება ელექტრონული საომარი აღჭურვილობა და სარადარო სისტემა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ოფისმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარების მოსამარაგებლად სხვა აღჭურვილობასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინას შესთავაზებს ღამის ხედვის მოწყობილობებს, სატელიტური ნავიგაციის ჩაკეტვის ხელსაწყოებს, მძიმე თვითმფრინავებს და ჯავშანმანქანებს. „თქვენი შვილები და შვილიშვილები იტყვიან, რომ უკრაინელებმა ასწავლეს მსოფლიოს, რომ აგრესორის უხეში ძალა არაფერშუაშია იმ ხალხის მორალურ ძალასთან, რომელიც განთავისუფლებულია”, - აპირებს განუცხადოს ჯონსონმა, ოფისის მიერ მოწოდებული სიტყვის ამონაწერის მიხედვით სამშაბათს უკრაინის პარლამენტს. აღნიშნულის შესახებ რუსეთმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები ფაქტობრივად მონაწილეობდნენ მარიონეტულ ომში უკრაინითვის იარაღის მიწოდებით, სადაც ის ახორციელებს „სპეციალურ ოპერაციას“ ქვეყნის განიარაღებისა და დასავლეთის მიერ წაქეზებული ანტირუსული ნაციონალიზმისგან გასათავისუფლებლად. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია, გასულ კვირას კი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს სთხოვა დაემტკიცებინა 20 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)