|
2022-05-02 15:25:02, 1811 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია, ხორბლის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
უკრაინის პორტებში თითქმის ოთხნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია, რადგან რუსეთის შეჭრის შემდეგ, საზღვაო გზები დაკეტილია და პროდუქციის ექსპორტი შეუძლებელია, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა, მარტინ ფრიკმა განაცხადა. გაერო ასევე აღნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა დამოკიდებულია უკრაინული ხორბლის იმპორტზე და ფასებმა საკვებ პროდუქტებზე, როგორიცაა მცენარეული ზეთი და მარცვლეული, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. "შიმშილი არ უნდა იყოს იარაღი. უკრაინული მარცვლეულის მიწოდება სხვა ქვეყნებში, გლობალურ სასურსათო კრიზისს შეამსუბუქებს,''- აცხადებს გაეროს წარმომადგებელი, მარტინ ფრიკი როგორც ცნობილია, 1 მაისს უკრაინამ ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკის და ხერსონის საზღვაო პორტების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ეს ტერიტორიები რუსი სამხედროებისგან არ გათავისუფლდება. გადაწყვეტილება გემებისა და მგზავრების მომსახურეობის, ტვირთის, ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული სხვა ეკონომიკური საქმიანობის შეფერხების გამო მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)