|
2022-04-24 14:34:30, 1822 ნახვა
ომი უკრაინაში
დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია - ოკუპანტებმა ორი ბავშვის 5 და 14 წლის გოგოების სიცოცხლე იმსხვერპლეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე თქმით, ოკუპანტებმა ორი ბავშვის 5 და 14 წლის გოგოების სიცოცხლე იმსხვერპლეს . "აღდგომის დილას რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, კერძოდ კი ოჩერეტინის დასახლებაში 2 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლეს. სახლი, რომელშიც დაღუპული 5 და 14 წლის გოგონების ოჯახი ცხოვრობდა, სრულად განადგურდა. იმას, რასაც ოკუპანტები ჩვენს მიწაზე სჩადიან, რუსებს არც ღმერთი და არც ადამიანები არ ვაპატიებთ". - ნათქვამი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)