|
2022-04-22 19:15:24, 1676 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ჰუმანიტარული პაუზა აზოვსტალში თეთრი დროშების აღმართვის შემდგომ დაიწყება
რუსეთის სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის დატოვების უფლებას მისცემენ. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ეს გველაფერი იმ შემთხვევაში შესრულდება თუ უკრაინელი ჯარისკაფები ჩაბარდებიან . ""რუსეთი მზადაა, ჰუმანიტარული პაუზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ნებისმიერ დროს გამოაცხადოს, ასევე უკრაინის სამხედრო ძალებისთვის, რომლებიც იარაღის დაყრის სურვილს გამოთქვამენ". - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)