13:30 - 29 Oct, 2026
|
2022-04-22 16:50:23, 2533 ნახვა
ომი უკრაინაში
„ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარული დერეფნები სასწრაფოდ უნდა გაიხსნას“ - შარლ მიშელი პუტინს ესაუბრა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა, მარიუპოლიდან და სხვა ქალაქებიდან ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას. როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის ალყაში მოქცეული ქალაქები, განსაკუთრებით მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე, სასწრაფოდ უნდა გაიხსნას. "ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ვესაუბრე. ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლში და სხვა ალყაში მოქცეულ ქალაქებში სასწრაფოდ უნდა გაიხსნას, განსაკუთრებით მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე", - წერს მიშელი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა, რითაც აჩვენა რა დამოკიდებულება აქვს რწმენასთან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)