13:29 - 29 Oct, 2026
|
2022-04-22 14:07:48, 4403 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინის აღსადგენად, რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას განიხილავს
აშშ განიხილავს უკრაინისთვის 300 მილიარდ დოლარზე მეტი გაყინული რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გადაცემას, რომელსაც ქვეყნის აღსადგენად გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინის აღდგენას უზარმაზარო სახსრები დასჭირდება, რისთვისაც შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მოუწევთ რუსეთის გაყინული აქტივები გამოიყენონ. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მის გადადგმამდე ყურადღებით უნდა გავითვალისწინოთ მისი შედეგები. არ ვისურვებდი ამის დაუფიქრებლად გაკეთებას", - ამბობს ჯანეტ იელენი. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის შეფასებით ომის შემდეგ განადგურებული უკრაინის აღდგენას 600 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)