|
2022-04-22 13:01:40, 2388 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი: რუს სამხედროებს მარტის თვის ხელფასები ჯერ არ აუღიათ, ჯარში დიდი უკმაყოფილებაა
რუს სამხედროებს მარტის თვის ხელფასები ჯერ არ აუღიათ, რის გამოც სამხედრო ნაწილში ჯარისკაცები გაბრაზებული არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ შტუპუნი ავრცელებს. უწყების ცნობით, ომის 58-ე დღეს რუსეთის ფედერაცია ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს და ამ დრომდე ინტენსიურად ბომბავს სამოქალაქო და სამხედრო მნიშვნელობის კრიტიკულ ობიექტებს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით მტერმა ინტენსიური იერიშები მიიტანა დასახლებულ პუნქტზე. „ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წარმოებული საომარი მოქმედებების გამო მტერმა სერიოზული დანაკლისი მიღო. ამასთან რუს სამხედროებს მარტის თვის ხელფასები ჯერ არ აუღიათ, რის გამოც სამხედრო ნაწილში ჯარისკაცები გაბრაზებული არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მტერი აგრძელებს ძარცვას და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე არ ატარებენ ჰუმანიტარულ ტვირთს.", - წერია გაცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)