|
2022-04-22 13:00:11, 1757 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯო ბაიდენი - პუტინმა ვერ განახორციელა თავისი გრანდიოზული ამბიციები ბრძოლის ველზე
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვერ განახორციელა თავისი გრანდიოზული ამბიციები უკრაინის ბრძოლის ველზე. როგორც ბაიდენი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, უკრაინელმა სამხედროებმა ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას. "პუტინმა ვერ განახორციელა თავისი გრანდიოზული ამბიციები ბრძოლის ველზე. პრეზიდენტი ზელესკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან, ხოლო უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებსაც მამაცი უკრაინელი მოქალაქეების შეუერთდნენ, ხელი შეუშალეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნის დაპყრობას", - წერს ბაიდენი. ბაიდენმა დასძინა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები უტყუარ გზავნილს უგზავნიან პუტინს, რომ ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპაციას. „ჩვენი ერთობა სახლში და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელ ხალხთან უტყუარ გზავნილს უგზავნის პუტინს - ის ვერასდროს შეძლებს მთელ უკრაინაზე ბატონობას და ოკუპაციას. ასე არ მოხდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)