|
2022-04-22 11:51:40, 1690 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიო ბანკი - რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ზარალმა 60 მილიარდ დოლარს მიაღწია
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, უკრაინის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ზარალმა 60 მილიარდ დოლარს მიაღწია და ომის გაგრძელების შემთხვევაში, ის კიდევ გაიზრდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასიმ განაცხადა. მსოფლიო ბანკის დირექტორმა კონფერენციაზე უკრაინის ფინანსური დახმარების საჭიროებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვიწრო“ ზიანის ხარჯების ადრეული შეფასება, არ მოიცავს უკრაინის ომის მზარდ ეკონომიკურ ხარჯებს. „რა თქმა უნდა, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ ეს ხარჯებიც გაიზრდება",- ამბობს მალპასი. ამავე კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვით ჩაერთო და გაცილებით დიდი ხარჯებისა და დაფინანსების საჭიროებები წარმოადგინა. მან კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ უკრაინას, თვეში 7 მილიარდი დოლარი ესაჭიროება, რათა ანაზღაურდეს ქვეყანაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი. "მოგვიანებით, ყველაფრის აღსადგენად ასობით მილიარდი დოლარი დაგვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)