|
2022-04-22 11:09:24, 2758 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ჯარები ბრიტანეთში სპეციალურ წვრთნებს გაივლიან
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებს და უკრაინელი სამხედროები წვრთნას ბრიტანეთში გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ავრცელებს. როგორც ჯონსონის სპიკერმა განაცხადა, უკრაინის ჯარები წვრთნას ბრიტანეთის მიერ გადაცემული ჯავშანტექნიკით გაივლიან. „გონივრულია, რომ მათ გაიარონ საჭირო ტრენინგი, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ტექნიკა. ჩვენ ვაცნობიერებთ , რა შეიძლება აღიქმებოდეს ესკალაციურად, მაგრამ აშკარად ესკალატორულია ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ქმედებები,”- დასძინა პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აქტიური მხარდამჭერია. ბრიტანეთი უკრაინას აწვდის 120 ჯავშან საპატრულო მანქანას, მათ შორის Mastiff-ს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სადაზვერვო მიზნით, ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელ ჯარისკაცებს აწვდის ახალი ტიპის აღჭურვილობას.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)