|
2022-04-22 10:27:23, 2338 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - პუტინი და შოიგუ უკრაინელების გაგზავნას ციმბირის საკონცენტრაციო ბანაკებში გეგმავდნენ
ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინელების გაგზავნას დასავლეთ ციმბირში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში გეგმავდნენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ პუტინმა რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღო. „დასავლეთ ციმბირში პუტინი და შოიგუ გეგმავდნენ უკრაინელებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას, ახალი ქალაქების ასაგებად. მათი ამოცანაა უკრაინის კოლონიზაცია, ჩვენი ქვეყანისა და ჩვენი ერის განადგურება,“- განაცხადა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, ომი არ დასრულდება, ვიდრე ოკუპანტები არ განიდევნებიან უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)