|
2022-04-21 18:42:31, 1786 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - უკრაინის დახმარების ახალ პაკეტში იქნება მძიმე არტილერია და დრონები
უკრაინას ახლა ჩვენი დახმარება სჭირდება და ჩვენ დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტს მივაწვდით - ამის შესახებ, ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ავრცელებს. მისივე თქმით, ახალ პაკეტში იქნება მძიმე არტილერია და დრონები. "დღეს დამატებით 800 მილიონის დახმარების პაკეტს ვაწერ ხელს. ამაში შედის სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის იქნება განკუთვნილი. მათ შორის, ტექნიკური დრონები. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ რეკორდული სისწრაფით გავაგზავნეთ შეიარაღება უკრაინაში, მათ შორის, NATO-სთან თავსებადი სხვადასხვა ტიპის შეიარაღება", - თქვა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ქალებისა და ბავშვების. ამ ყველაფერს კი ევროპისა და აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართებით სერიოზული სანქციები მოჰყვა. პირველად სანქცირებულ პირებს შორის პუტინი და მასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)