|
2022-04-21 15:24:28, 2739 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონს - საფრანგეთმა უნდა აირჩიოს ბიზნესი და ფული ან ბრძოლა თავისუფლებისთვის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მისმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი ბიზნესსა და ფულსა ან „თავისუფლებისთვის ბრძოლას“ შორის.ამის შესახებ ზელენსკიმ ფრანგულ საინფორმაციო არხ BFM TV-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა,მაკრონთან პირადი კონტაქტების გამო. „დღეს მე ვთვლი, რომ მსოფლიოში ბევრი ლიდერი უნდა იყოს აქ, ადგილზე, რათა სრულად დააფასოს და გაიგოს რა არის გენოციდი. მე ემანუელ მაკრონს, ისევე როგორც ყველა ლიდერს, ვიწვევ. ვფიქრობ, მისთვის ეს ძალიან რთულია, რადგან საფრანგეთში ბევრი ბიზნესი იყო ორიენტირებული რუსეთიდან შემოსულ ფულზე. ეს გამოწვეულია რუსეთისა და საფრანგეთის ისტორიით. ჩვენ გვესმის, რომ რუსული ელიტა ისვენებს საფრანგეთში... ყველას ესმის რუსული ფულის, ოლიგარქების, ბიზნესის გავლენა საფრანგეთზე.მაგრამ პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთმა უნდა აირჩიონ: ბიზნესი და ფული ან ისტორია და ბრძოლა თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, სამართლიანობისთვის, სიცოცხლისთვის,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს მაკრონმა ტელეკომპანია France 2-ის ეთერში უკრაინაში რუსული არმიის ქმედებებს გენოციდი უწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დასმულ კითხვაზე, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მსგავსად გამოიყენებდა თუ არა ტერმინ „გენოციდს“ რუსული არმიის მიერ უკრაინელების მკვლელობის აღსანიშნავად ასე უპასუხა „დღეს ასეთ ტერმინებს ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ერი ძმებია.17 აპრილს ზელენსკიმ მაკრონი მიიწვია უკრაინაში, რათა გაეგო, რომ „ეს არის გენოციდი და არა მხოლოდ ომი.“
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)