11:09 - 02 Oct, 2026
|
2022-04-18 11:05:12, 2280 ნახვა
სამხედრო
უკრაინის გენშტაბი - რუსი სამხედროები საწვრთნელი მოედნებიდან გარბიან, რათა საბრძოლველად არ წავიდნენ
რუსი სამხედროები საწვრთნელ მოედნებს ტოვებენ, რათა უკრაინის ომში არ წავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის ქვედანაყოფების გაგზავნამდე მზადების ჩატარებისას, რუსეთის ფედერაციის საწვრთნელ მოედანზე პერსონალის მიერ საველე ბანაკებიდან არასანქცირებული გამგზავრების უკვე 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში. გარდა ამისა, ადამიანური რესურსების ნაკლებობის გამო, დამპყრობლები ომში ოკუპირებული ტერიტორიების ადგილობრივი მცხოვრებლების გაგზავნას ცდილობენ. კერძოდ, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში მამაკაცთა იძულებითი მობილიზაცია უკვე დაწყებულია.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)