|
2022-04-14 22:06:32, 1805 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ევროპული ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობის ყიდვას არიან ადამიანები რომლებიც სხვის სისხლში ფულს შოულობენ
"ევროპული ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობის ყიდვას არიან ადამიანები რომლებიც სხვის სისხლში ფულს შოულობენ ", - ამის შესახევბ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა . ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში, დამატებით გამოყო ორი სახელმწიფო გერმანია და უნგრეთი, რომელიც დაადანაშაულა ენერგიის გაყიდვის ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში, საიდანაც რუსეთი წელს 250 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს . უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობაში მზარდი იმედგაცრუება ჩნდება გერმანიის მიმართ, რომელიც მხარს უჭერდა ზოგიერთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ აქამდე ეწინააღმდეგებოდა მოწოდებებს, მხარი დაუჭიროს ნავთობის გაყიდვას უფრო მკაცრი ქმედებებით. " ზოგიერთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორ სახელმწიფოს ესმის, რომ ახლა სხვა დროა, რომ ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი“, - განაცხადა ზელენსკიმ . შეგახსენებთ რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესია, 24 თებერვალს მოსკოვის დროით დაახლოებით 04:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა; რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა უკრაინის მიმართულებით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს, რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მ და ევროკავშირმა მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესა. მათ შორის ქვეყანა SWIFT/დან გათიშეს. მოგვიანებით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, ნავთობის და გაზის შესყიდვაზე ემბარგო დააწესა. რუსეთის ფედერაცია 500 ზე მეტმა ბრენდმა და უცხოურმა კაპიტალმა დატოვა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)