|
2022-04-13 16:59:24, 1787 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლში უკრაინის 36-ე ბრიგადამ რუსული ძალების ალყა გაარღვია და აზოვის ბატალიონს შეუერთდა
უკრაინის შეირაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა მარიუპოლში რუსული ძალების ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი ოლექსი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში წერს. "მარიუპოლში, 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, გაარღვიეს ალყა და აზოვის პოლკს შეუერთდნენ. რა შედეგები მოგვიტანა ამან? პირველ რიგში არსებითად გაძლიერდა აზოვის ბატალიონი, 36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები და ბოლოს ქალაქის მცველებმა, სერიოზულად გააძლიერეს თავიანთი თავდაცვითი ტერიტორია. საერთო ჯამში, გაიზარდა და გაძლიერდა ქალაქის თავდაცვის სისტემა. აი რა ხდება, როდესაც ოფიცრები ინარჩუნების ჯარების მართვის სადავეებს. მოდით ჩვენც არ დავკარგოთ. ჯარმა იცის რას აკეთებს", - წერს არესტოვიჩი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)