|
2022-04-08 17:12:29, 1368 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი ფინეთს - რუსეთის შესაჩერებლად, გვჭირდება ძლიერი სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება, როგორც „მოლოტოვის კოქტეილები“
ჩვენ გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება როგორც მოლოტოვის კოქტეილები. - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტს. "ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელიც თქვენს ევროკავშირის პარტნიორებს გაქვთ,გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება როგორც მოლოტოვის კოქტეილები. მოითხოვეთ... ჩვენ მთლიანად უნდა გავწყვიტოთ ეკონომიკური კავშირები ამ სახელმწიფოსთან", - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა, ფინეთს კიდევ უფრო მეტი ლიდერობის დემონსტრირება სთხოვა ევროკავშირში, რაც მისი თქმით, დიდი წვლილი იქნება ევროპის უსაფრთხოებაში. "რუსეთი აგროვებს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ვისაც შეუძლია იარაღის ხელში ჭერა, რათა გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეძებს დაქირავებულებს მთელს მსოფლიოში, აგზავნის მებრძოლებს სხვადასხვა დე ფაქტო ტერორისტული დაჯგუფებიდან. მათი ჯარის უმრავლესობა აგრძელებს ბრძოლას უმიზეზოდ ჩვენს მიწაზე, აბსოლუტურად უაზროდ და რაც შეიძლება სასტიკად. აგრძელებს ბრძოლას ისე, რომ ხშირად ფიქრობ, არიან თუ არა ისინი საერთოდ ადამიანები", - თქვა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტო მიიღო. რომელიც კრძალავს, 2022 წლის აგვისტოდან ნახშირის და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვას, იმპორტსა და ტრანსპორტიერებას.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)