08:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 15:10:53, 2099 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯოზეფ ბორელი კრამატორსკის დაბომბვაზე - მორიგი მცდელობაა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსი ოკუპანტების მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას განცხადებით ეხმაურება.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ეს მორიგი მცდელობაა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომსა და ადამიანთა ტანჯვას.

„დღეს დილით კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მხრიდან თავდასხმას განურჩევლად სამიზნისა - მკაცრად ვგმობ. თავდასცმის შედეგად ათობით ადამიანია მოკლული და უფრო მეტი დაშავებული. ეს მორიგი მცდელობაა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს, ადამიანების ტანჯვას“, - წერს ჯოზეფ ბორელი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკში რკინიგზის სადგური მაშინ დაბომბეს, როცა ასობით ადამიანი გაქცევას ცდილობდა. დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო აცხადებს, რომ დარტყმა რუსული რაკეტით ისკანდერით განხორციელდა. BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულია 39 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics