08:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-07 17:34:03, 4100 ნახვა

ომი უკრაინაში
Der Spiegel - რუსი სამხედროები რადიოკავშირით განიხილავდნენ, რომ მათ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს

გერმანიამ რუსი სამხედროების რადიო შეტყობინებები მოიპოვა, რომლებშიც ისინი ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სისასტიკეს განიხილავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.

Spiegel-ის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ასეთი სისასტიკე პუტინის არმიის გეგმის ნაწილი იყო, ვინაიდან საუბრის შინაარსით ჩანს, რომ ნამოქმედარზე სამხედროები ისე საუბრობენ, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაზე. 

გერმანული გამოცემა წერს, რომ მიღებული ინფორმაციის შესახებ გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა  პარლამენტს უკვე აცნობა.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ხელთ ჩაიგდეს აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რუსმა სამხედრო მეთაურმა, თავის ჯარისკაცებს, სავარაუდოდ, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სროლა უბრძანა.

ცნობისთვის, 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს ქალაქ ბუჩას 300 მცხოვრები დაიღუპა. მსხვერპლი მასობრივ საფლავში იქნა , ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics