|
2022-03-17 12:44:56, 760 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური - თბილისის მასშტაბით, უკვე ყველა უბანში მუშაობს და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს. ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე ყველა უბანში მუშაობს 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი. „მოქალაქეთა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტის ფარგლებში, სრულად გაუქმდა უბნის ინსპექტორის სამსახური და თბილისის მასშტაბით უკვე ყველა უბანში მუშაობს და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი. რეფორმა გრძელდება და კონცეფციის სრულყოფილად ასამუშავებლად იგეგმება მართლწესრიგის ოფიცრების რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა და ინსტიტუტის ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში დანერგვა“. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს იგეგმება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნა. რომელიც 2005 წელს გაუქმდა. „კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს იგეგმება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც 2005 წელს გაუქმდა. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პარალელურად, გაიზარდა ტურისტული ნაკადები და შესაბამისად, საჭირო გახდა დეპარტამენტის ცალკე გამოყოფა,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)