|
2015-02-04 12:33:27, 1280 ნახვა
საზოგადოება
სოსო რობაქიძე: თუ სასამართლო გირაოთი გამოუშვებს რომელიმეს, ჩვენ მას უნდობლობას გამოვუცხადებთ
„თუ სასამართლო გირაოთი გამოუშვებს რომელიმეს, ჩვენ უნდობლობას გამოვუცხადებთ მას“, - ამის შესახე ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმიდნარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც რობაქიძემ აღნიშნა, ის სასამართლოზე ზეწოლას არ ახდენს, თუმცა მისივე თქმით, ყველა ადამიანი, ვინც ახლა განსასჯელის სკამზეა, მკვლელია. „არანაირ ზეწოლას არ ვახდენ სასამართლოზე, მაგრამ ვამბობ, რომ ესენი არიან ქილერები და ციხეში უნდა იჯდნენ. დაველოდოთ განაჩენს, რომელსაც სასამართლო გამოიტანს. თუ აქ მოხდა ისე, რომ სასამართომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და რომელიმე მათგანი გირაოთი გამოუშვა, ამ შემთხვევაში ჩვენ, სასამართლოს უნდობლობას გამოვუცხადებთ“, - გაანცხადა სოსო რობაქიძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ირაკლი ფირცხალავასა და შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულია: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)