|
2022-02-25 00:03:30, 535 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - დაწესებულ სანქციებს უფრო დიდი შედეგები ექნება, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საგანგებო ბრიფინგზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, დაწესებულ სანქციებს უფრო დიდი შედეგები ექნება, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას. "პირველ რიგში, სანქციებს, რომლებიც ჩვენ დავუწესეთ რუსეთის ბანკებს, ისეთივე შედეგები ექნებათ და, შესაძლოა, უფრო მეტიც, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გარიცხვას. მეორე - SWIFT-დან გარიცხვა ყოველთვის რჩება შესაძლო ვარიანტად, თუმცა ეს არ არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ევროპას ამჟამად სურს. ჩვენს მიერ დაწესებული სანქციები აჭარბებს რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვასაც კი, უფრო მეტიც, ის აჭარბებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. ჩვენმა სანქციებმა მსოფლიოს 2/3-ის გაერთიანება გამოიწვია. ეს ძლიერი სანქციებია და მათი ეფექტურობის შესახებ ერთ თვეში ვისაუბროთ, ვნახოთ, მუშაობენ თუ არა." - განაჯხადა ჯოზეფ ბაიდენმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)