|
2022-02-24 22:16:44, 1123 ნახვა
სამართალი
ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობზე დანაშაულის დაფარვისათვის პირს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ამბის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისათვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-სათვის ცნობილი იყო, რომ ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ჰქონდათ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა და რომ იძებნებოდნენ პოლიციის მიერ.მიუხედავად ამისა,მან წინასწარ შეუპირებლად, დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და მათ მისცა თავშესაფარი თავის საცხოვრებელ სახლში. კერძოდ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 2021 წლის 19 სექტემბერს ღამით, დაახლოებით 02:03 საათზე მივიდნენ ი.ბ.-ს სახლში და ღამე გაათენეს ამ უკანასკნელთან, ხოლო იმავე დღეს დაახლოებით 16:00 საათზე ი.ბ.-ს მიერ გამოძახებული ტაქსით დატოვეს ტერიტორია. სამართალდამცველებმა ი.ბ. 2022 წლის 24 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)