|
2022-02-23 16:37:01, 767 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ ის სამხედრო ძალას მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში გამოიყენებს
უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გადადგას სასწრაფო და მკაცრი ზომები აგრესორის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიას, ხოლო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებითა და პრინციპებით, მათ შორის გაეროს წესდებით, თუ ჩვენ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ რუსეთის სამხედრო ძალები შეიძლება გამოყენებულ იქნას მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში,“ - ნათქვამია უკრაინის საგარეოს განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უკრაინის მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებული აგრესიის აქტი. „22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაუშვა რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენება, უკრაინის დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე რუსი მოსახლეობის „დაცვის“ საბაბით. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მოსკოვის მიერ ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება და მხარდაჭერა არის საერთაშორისოდ უკანონო და უკრაინის მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებული აგრესიის აქტი.,“- ნათქვამია განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)