02:09 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 11:06:14, 847 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - დაზვერვის ინფორმაციით, რუსული საფრთხე დონბასის გარდა, კიევს, ხერსონსა და ხარკოვს ემუქრება

უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიერ მოწვეულ ადმინისტრაციის სხდომაზე უსაფრთხოების კონტექსტში არსებულ ვითარებაზე და მოვლენების შესაძლო პროგნოზებზე ისაუბრეს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის დაზვერვამ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ რუსეთი არ გეგმავს დონბასში გაჩერებას და სურს სამხედრო ესკალაციის შემდგომი გაგრძელება. დაზვერვის წარომადგენლის თქმით, საფრთხის ქვეშ პირველ რიგში არიან: კიევი, ხერსონსა და ხარკოვი.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ უახლოეს ორ დღეში უკრაინის უსაფრთხოების ძალები გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში სიტუაციის გაუარესებას ელიან.

წყაროს თანახმად, გარდა აღნიშნული საკითხია, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ ყველა კანონს, რომელიც ჯარს და ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics