|
2022-02-21 20:16:55, 627 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის NATO-ში მიღებას ჯერ არ აპირებენ, პირიქით, შესაძლოა, მორატორიუმიც
„უკრაინის NATO-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმიც“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავარსარდალმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ მთელი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ვალდებული იქნება, ჩაერთოს ამ მოვლენებში. რუსეთის პრეზიდენტის სიტყვით, პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ მოაწერეს ხელი 2008 წელს ბუქარესტში გაფორმებულ მემორანდუმს არის აშშ-ის მხრიდან ზეწოლა. „უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმიც... დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების მიმართვა მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ და ამავე საკითხზე სახელმწიფო დუმის რეზოლუცია. თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივ იზრდება. მაშინ მთელი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი ვალდებული იქნება, ჩაერთოს ამ მოვლენებში. თუმცა, ამის მიუხედავად, 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს. რა არის პასუხი ჩემს კითხვაზე – რატომ გააკეთეთ ეს? აშშ-ის ზეწოლით. ეს არის პასუხი. თუ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ ისინი არ გადადგამენ მეორესაც.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)