|
2022-02-20 13:28:55, 1200 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება ომამდე მიგვიყვანოს
„ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება ომამდე მიგვიყვანოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის პროვოკაციებს შესაძლოა საომარი მოქმედებები მოჰყვეს, რის გამოც მნიშვნელოვანია სიფრთხილის შენარჩუნებაც. მანვე დასძინა, რომ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ტრაგედიაა იმ რუსი ხალხისთვისაც, რომლებსაც უკრაინასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. „ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება ომამდე მიგვიყვანოს. ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირის ისტორია და მათ ესმით, რა რისკები გვაქვს. პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა - მათ იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებული დაძაბულობა ტრაგედიაა რუსი ხალხისთვისაც, რომლებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ უკრაინასთან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)