|
2022-02-17 21:44:46, 774 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა ცნონ
ევროპარლამენტის 17 თებერვლის რეზოლუცია ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა ცნონ. განცხადების მიხედვით, ეს აღნიშნული, ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც მათ შიდა რეფორმების გატარების გაგრძელებისკენ უბიძგებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და უკრაინას ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების დარღვევა შეწყვიტოს და მას თავის სამართლებრივ ვალდებულებებსაც ახსენებს. განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს გმობს. ისევე როგორც, საქართველოს მოქალაქეების გატაცებებს, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებსა და უწყვეტ ბორდერიზაციას. რეზოლუციაში ევროპარლამენტმა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისამებრ, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. „საქართველოს და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, იმ პირობით, რომ შეასრულებენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანებისა და უმცირესობების უფლებებს და დაიცავენ კანონის უზენაესობას; შესაბამისად, მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ცნონ საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც მათი უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და შიდა რეფორმების გატარების გაგრძელებისკენ უბიძგებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ახსენებს რუსეთის ფედერაციას თავის სამართლებრივ ვალდებულებებს, როგორც ძალას რომელსაც "ეფექტური კონტროლი" აქვს ტერიტორიებზე, როგორც ეს აღნიშნულია საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში; გმობს საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გატაცებებს, მკვლელობებს, უკანონო დაკავებებს და უწყვეტ ბორდერიზაციას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)