04:55 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 12:21:36, 2526 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და დამაბნეველი, საპირისპირო ხასიათის კომუნიკაცია არაა გამართლებული

ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც შესაძლებელია იყოს დამაბნეველი, არ არის გამართულებული, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ვაქცინებს ვადა გაუვიდა, არ არის მომგებიანი ვაქცინაციის კამპანიაში.

„მუდმივად საუბარი იმაზე, რომ რაღაცას ვადა გაუვიდა, რაღაც გაფუჭდა, ეს არ არის მომგებიანი ვაქცინაციის კამპანიაში, მთავარია მესიჯები იყოს აწყობილი იმ სარგებელზე, რაც ვაქცინას მოაქვს. ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძლდეს და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც შესაძლებელია იყოს დამაბნეველი ან საპირისპირო ხასიათის, ბუნებრივია არაფრით არ არის გამართლებული, საერთო ეპიდემიური მიზნებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics