|
2022-02-12 09:38:17, 914 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება - მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, დადასტურებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზადაა
დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა. დმიტრო კულებამ ევროკავშირს მტკიცე პოზიციისთვის, უკრაინის მხარდაჭერისთვისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა. „მქონდა საუბარი ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის“, – ნათქვამია დმიტრო კულებას განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)