09:39 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 18:55:12, 1199 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ მოადგილეებთან ერთად, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამბის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტი იუწყება.

მათივე თქმით, ხელმძღვანელმა პირებმა, ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მოისმინეს ანგარიში  გაწეული საქმიანობის შესახებ, კონკრეტული სფეროების მიხედვით. ისაუბრეს უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებსა  და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

,,დღეს, სამუშაო შეხვედრა გავმართე ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. მოვისმინე გასული წლის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ და სამომავლო გეგმები. თითეული მათგანის შრომა დასაფასებელია, მაგრამ არასაკმარისი. საჭიროა სიახლეები,  ახალი პროექტები, ღონისძიებები, რაზეც დავალებები მიიღეს. ასევე, აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა დარგის კურატორ მოადგილეებთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან“- განაცხადა ომარ ტაკიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics