|
2022-01-30 14:11:03, 1132 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - თუ რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც 2008 წელს, საქართველოში, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს
„თუ რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც 2008 წელს საქართველოში და შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, ამასთან დაკავშირებით, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის აგრესიას რუსეთის სურვილების საპირისპირო შედეგი აქვს. შესაბამისად, თუ მისი აგრესია NATO-ს წევრ ქვეყანას შეეხება, მე-5 მუხლი ამოქმედდება. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას რუსეთის სურვილის საპირისპირო შედეგი აქვს. უკრაინასთან დაკავშირებით რაც უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ რუსეთისგან, მით მეტ სამხედროს გავგზავნით NATO-ს აღმოსავლეთში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების ტერიტორიაზე. ყირიმის ანექსიის შემდეგ და უკრაინაში, დონბასზე სამხედრო კონტროლის დამყარებამდე ჩვენ არ გვქონდა ალიანსის აღმოსავლეთში კონტინგენტები. 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ ჩვენს საზღვრებზე პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში განვათავსეთ სამხედროები და გავზარდეთ ჩვენი კონტინენტი ბალტიისპირეთში და შავი ზღვის რეგიონში. უნდა უზრუნველყოთ, რომ ნათელი იყოს, თუ რუსეთი ისე მოიქცევა როგორც 2008 წელს საქართველოში და შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, მთელი ალიანსი გასცემს პასუხს. თუ აგრესია NATO-ს წევრ ქვეყანას შეეხება, მე-5 მუხლი ამოქმედდება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)