|
2022-01-28 20:50:26, 1387 ნახვა
ეკონომიკა
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტომ 30 მლნ ევრო გამოყო
28 იანვარს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ. ბიუჯეტის მხარდამჭერი გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და AFD-ის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სესილ კუპრემ. AFD-ის მიერ ამ რეფორმის მხარდაჭერა სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად გასულ წელს გამოყო ფინანსური რესურსი ორ ტრანშად, 115,310,000 ევროს ოდენობით. საქართველომ 2021 წლის იანვარში პირველი ტრანშის სახით მიიღო 70,960 მლნ ევრო, ხოლო 2021 წლის დეკემბერში - მეორე ტრანში 44,350 მლნ ევროს ოდენობით. ADB-ის პროგრამის მეორე ტრანშის, 30 მლნ ევროს ოდენობით თანადაფინანსებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს გააუმჯობესოს მმართველობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, გააძლიეროს ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვა, ასევე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) ინსტიტუციური შესაძლებლობები. ხელმოწერის ცერემონიაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ დღეს ხელმოწერილი შეთანხმების მიზნები, ისევე, როგორც 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს განვითარებას. თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად განაგრძოს პარტნიორობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)