|
2022-01-28 18:27:46, 1003 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს ვანო მერაბიშვილის საქმეზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებით პროცესის დისკრედიტაციას
ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს ვანო მერაბიშვილის საქმეზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებით პროცესის დისკრედიტაციას, საჭიროდ მივიჩნიეთ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ – საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქმეში სისხლის სამართლის დარგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარედგინა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ექსპერტთა რამოდენიმე კანდიდატურა. ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება აპირებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით აღნიშნული პროცესის დისკრედიტაციას, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწონებით და მათთან შეთანხმებით, წარდგენილი კანდიდატებიდან, კვალიფიკაციის და სისხლის სამართლის დარგში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, შეირჩა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სისხლის სამართლის დარგის შვეიცარიელი ექსპერტი – დანიელ ჟან ზაპპელლი. ექსპერტ დანიელ ჟან ზაპპელლის ცოდნის, კვალიფიკაციის და შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ მას უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს შვეიცარიის კონფედერაციაში მდებარე სენტ მიშელის და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში, იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: შვეიცარიის კონფედერაციის ჟენევის კანტონის პროკურორი, ჟენევის კანტონის გენერალური პროკურორი, პროკურატურის ბიზნეს აგენტების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე, პროკურატურის მანდატურების მონიტორინგისა და დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარე, ჟენევის სასამართლო ხელისუფლების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, შვეიცარიის კონფედერაციის სისხლის სამართლებრივი დევნის მწარმოებელ ორგანოთა კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილე, ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს კომერციული და გაკოტრების საქმეთა პალატის პრეზიდენტი, ჟენევის პირველი ინსტანციის სასამართლოს მე-14 სამოქალაქო საქმეთა პალატის პრეზიდენტი. სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტი დანიელ ჟან ზაპპელლი მინისტრთა კომიტეტთან შეთანხმებით, ხსენებული საქმის მიმდინარეობის პროცესში კონსულტაციის მიზნით, 2021 წლის სექტემბრიდან ჩაერთო. გარდა შერჩეული ექსპერტისა, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე სისხლის სამართლის დარგის სხვა ექსპერტების კანდიდატურების მოძიება. კანდიდატურები, მოძიების შემდეგომ, დამატებით ერთი ექსპერტის შერჩევის მიზნით, წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)