|
2022-01-20 15:35:01, 1263 ნახვა
სამართალი
საია - ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ, პირის სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა
„ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ, სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა“, - აღნიშნულის შესახებ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუწყება. განცხადება, მამუკა მიქაუტაძის საქმეს უკავშირდება, რომელსაც ევროპულ სასამართლოში აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია, თვითონვე აწარმოებდა. ცნობისთვის, შსს-ს მიერ მამუკა მიქაუტაძის გამოკითხვიდან მეორე დღეს, 2013 წლის 6 ივლისს, აღნიშნულმა პირმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თავი მოიკლა. საქმის თაობაზე პოლიციის მხრიდან, სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები გამოიკვეთა, რის გამოც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო. „2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე, ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი N: 59333/16), ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა მამუკა მიქაუტაძის საქმეს,რომელმაც შსს-ში გამოკითხვიდან მეორე დღეს თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა. ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში მამუკა მიქაუტაძე 2013 წლის 5 ივლისს გამოკითხეს, რა დროსაც მის მიმართ სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. იგი გამოიკითხა როგორც მოწმე, მისი მეგობრის მიერ კანაფის სავარაუდო ფლობის ფაქტზე. მიქაუტაძემ 2013 წლის 6 ივლისს თავი მოიკლა. მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე აცხადებდა, რომ დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ იქნა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობა საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულების მიზნით.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)