|
2022-01-20 11:39:13, 1512 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაზრდილია 26.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 073.3 მლნ. აშშ დოლარს, რაც 25.1 პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წელს, 5 831.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია. ამასთან, საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2021 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი - 2 145.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი - 1 638.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი - 1 480.5 მლნ. აშშ დოლარით.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)