|
2022-01-18 11:54:57, 2206 ნახვა
ომი უკრაინაში
საკოორდინაციო – „ომიკრონის“ გამო, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არაა გაზრდილი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი და ვაქცინაციის პროცესი განიხილეს. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების მაღალი სისწრაფის გათვალისწინებით, ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში იზრდება, თუმცა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაზრდილი არ არის. სპეციალისტების შეფასებით, ვაქცინირებულ პირებში „ომიკრონი“, ისევე, როგორც „დელტა“ შტამი მსუბუქად მიმდინარეობს და ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ე.წ. ბუსტერდოზებით აცრის მნიშვნელობას ვირუსის მსუბუქად გადატანისთვის. „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება და იმ პირთა ასაკმა, რომლებიც თანხას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწია. ამასთან, მიმდინარე კვირიდან შეიცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის. ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით, ხოლო საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის – 10 დღით. ორივე შემთხვევაში, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე სავალდებულოა პირბადის ტარება“, – აცხადებენ საკოორდინაციო საბჭოში. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 006 864 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 934 667 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 14 512 ადამიანი. ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 2 050 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 465 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)