2022-01-18 10:51:08, 912 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი
![]() Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 475 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 006 864-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.26%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 934 667. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659 საიდანაც: 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 864, აჭარაში - 614, იმერეთში - 827. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22. 2 050 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 233 - თბილისში, 581- აჭარაში. 51 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
პრინცი ჩარლზი რუმინეთში უკრაინელ ლტოლვილებს სტუმრობს
ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა
ხარკოვში, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გელა თიგიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
|
ომი უკრაინაში![]() ხარკოვში, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ბავშვია
![]() კანადა უკრაინას М-777 ჰაუბიცის 155 მმ-იანი ჭურვები გადაეცემა
![]() ევროკავშირს სურს რუსი მილიარდელების ქონება გაყიდოს და უკრაინას დაეხმაროს
ვიდეო/LIVE გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს
3 თვე უკრაინა - რუსეთის ომის დაწყებიდან - რუსეთის პოლიტიკური,სტრატეგიული და ეკონომიკური მარცხი
დღის თემა
![]() ვიკიპედიაში რამდენიმე ენაზე ტერმინი რაშიზმი გაჩნდა, მათ შორის რუსულ ენაზე - რა არის რაშიზმი?
მთავარი თემა
|