2022-01-13 12:36:21, 1267 ნახვა
ეკონომიკა
2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან $1.2 მილიარდი მიიღო, აღდგენილია შემოსავლების 38%
საერთაშორისო მოგზაურებისგან საქართველომ 2021 წელს 1 244 941 717 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, 2021 წელს შემოსავლების 38% აღდგა. „საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა, 2019 წელთან შედარებით, ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38 პროცენტი. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58 პროცენტი შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130 პროცენტს აღემატება. 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურის რაოდენობამ 1 881 271 შეადგინა. აღდგენის კოეფიციენტი კი, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, 20 პროცენტია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7 პროცენტით გაიზარდა. 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 31 პროცენტი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1 პროცენტს შეადგენს. 2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51 პროცენტი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი, 2019 წელთან შედარებით, 48 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|