|
2022-01-12 16:20:28, 5575 ნახვა
ომი უკრაინაში
რა სიმპტომები ახასიათებს „ომიკრონის შტამს“ - ინფექციონისტის განმარტება
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, კორონავირუსის "ომიკრონის" შტამზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ბუწაშვილის ცნობით, ომიკრონით გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) 3 დღემდე შემცირდა. "ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი. ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემტხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო ომიკრონის შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს). ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს." - წერს ინფექციონისტი. მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით და 50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი კი 4-5-ჯერ ნაკლებია. "(თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია). 50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი. ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს. კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - 5%.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)