23:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-09 11:57:31, 792 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს 6 000-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბევრი უცხოელი

ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცავებმა 5 800 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბევრი უცხოელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა KazTAG-ი ადგილობრივ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამავდროულად, უწყებამ დააკავა 300-მდე ადამიანი, რომლებიც ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ, ყაზახეთის საზღღვართან დააკავა. 

„აღძრულია 125 სისხლის სამართლის საქმე. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი 134 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. კიდევ 516 ადამიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ქვეშ იმყოფება. დანარჩენების მიმართ მიმდინარეობს გადამოწმება და ოპერატიული ღონისძიებები“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, ყაზახეთში საპროტესტო აქციები ახალი წლის პირველივე დღეებიდან იმართება. თავდაპირველად, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მაცხოვრებლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს მანქანის საწვავად გამოყენებული თხევადი ნავთობის ფასის ორჯერ გაზრდის წინააღმდეგ.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად არიან შეასრულონ აქციის მონაწილეთა მოთხოვნა – შეამცირონ გაზის ფასი. ამის მიუხედავად, პროტესტი სხვა ქალაქებშიც დაიყო. გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. მთავრობამ ბეზინისა და დიზელის საწვავის ფასების სახელმწიფო რეგულირება 180 დღით დააწესა. 

ქვეყნის მასშტაბით, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. პოგრომების მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის განყოფილებებზე შტურმი, რა დროსაც, ათობით ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics