2022-01-06 10:38:41, 640 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა
ყაზახეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა.
მათივე ცნობით, არეულობის დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართა.
ამასთან, ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისტაუში მოქმედებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,