|
2022-01-05 17:07:11, 2109 ნახვა
ეკონომიკა
2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა
2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი. 2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი კი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ ბანკნოტებით. ამასთან, 1995-99 წლების გამოშვების ბანკნოტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია შესაძლებელი." - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)