05:56 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 11:43:20, 1660 ნახვა

ეკონომიკა
გარე ხმაურის იზოლაცია - გამოწვევები

ყოველდღიურ ცხოვრებაში გარე ხმაურს საკმაოდ ნეგატიური როლი აქვს ჩვენი ცხოვრების ხარისხის განსაზღვრაში. აღსანიშნავია, რომ გარე ხმაური გარემოს დაბინძურების კუთხით ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.

ინდივიდუალური კვლევების მიხედვით სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარ სახლში თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობენ, რადგანაც იმ დროის მონაკვეთში, რომელიც ადამიანს საკუთარ ოჯახის წევრებთან გასატარებლად ან განმარტოვებისთვის აქვს გამოყოფილი, დაუპატიჟებლად ერთვება სხვადასხვა ტიპის არასასრუველი ხმა, იქნება ეს მეზობლის, ქუჩის, დანადგარების თუ სხვა კომერციული ობიექტის მიერ გამოწვეული ხმაური.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: რა იწვევს ხმაურისგან დაბინძურებულ მოცემულობას? რატომ არ არის განსაზღვრული თავიდანვე მსგავსი ტიპის პრობლემის აცილების სტრატეგია? რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რათა არსებული ხმაურის პრობლემაზე დაგვიანებული რეაგირების გამო საზოგადოებას არ მოუწიოს თვეობით ხმაურში ცხოვრება? განვითარებულ ქვეყნებში ყველა ამ საკითხზე წინასწარ არის ნაფიქრი, შექმნილია პროექტირების პროცესების სახელმძღვანელო და გააქტიურებულია მაკონტროლირებელი ინსტიტუტები, იქნება ეს სახელმწიფო, NGO, თუ სხვა.

გარე ხმაურის პრობლემის გადაწყვეტა რამდენიმე კუთხიდან არის შესაძლებელი. ერთ-ერთი არის საპროექტო ორგანიზაციების მიერ (არქიტექტორები, ინჟინრები) ხმაურის წყაროების გათვალისწინება და აკუსტიკის სპეციალისტების ჩართვა პროექტირების საწყის ეტაპზე. ამასთან ერთად, სახელმწიფომ უნდა დაამკვიდროს შენობის ექსპლუააციაში შესვლის ახალი დადგენილებები, რომლებიც გარემოს ხმაურით დაბინძურებას შესაბამის მნიშვნელობას მიანიჭებს და პრევენციული ხასიათის მატარებელი იქნება მასში გაწერილი ღონისძიებები. დღესდღეობით ერთადერთი კანონი, რომელიც კავშირშია გარე ხმაურის პრობლემასთან, #398 დადგენილებაა, რომელიც წესითა და რიგით დღისა და ღამის პერიოდებში წარმოქმნილ გარე ხმაურს უნდა არეგილირებდეს. თუმცა, რეალობაში მისი ეფექტურობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე მის მიმართ მოლოდინები. სამწუხაროდ, თითქმის ყველა კუთხეში ჯერ კიდევ ისმის კომერციული ობიექტების მომსახურე საინჟინრო დანადგარების ხმაური და ვიბრაცია.

იმის მიუხედავად, რომ გარე ხმაურის საკითხთან მიმართებაში მერია აქტიურად ერთვება და ხდება ობიექტების მუდმივი მონიტორინგი, საკანონმდებლო ცვლილებების დამატებით შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო ეფექტური შედეგების მიღება. დღესდღეობით გარე ხმაურის რეალურად ყველაზე პრობლემას ის ქმნის, რომ კომერციული თუ სახელმწიფო ობიექტისთვის საინჟინრო დანადგარების გამოყენების და ექსპლოატაციაში შესვლის უფლების გაცემისას სათანადო ყურადღება არ ექცევა ამ დანადგარების მიერ ხმაურის გავრცელებისა და მისი გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებს. ბუნებრივია, ეს საკითხი საჭიროებს რეაგირებას და ამ ყველაფრის გამოსწორებასთან ერთად, ასევე, გონივრული იქნება გარკვეული ნორმატივების თუ კანონქვემდებარე აქტის შემოღება, რაც გაამარტივებს ნებართვის გაცემა/არ გაცემისა და გარე ხმაურის პრობლემების მზარდ ტენდენციას.

საქართველოს ბაზარზე არსებობს აკუსტიკური მიმართულებით პოზიციონირებული რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყველაზე დიდი გამოცდილებითა და აქტიურობით Akustiko გამოირჩევა. Akustiko-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ინდუსტრიაში ყოფნის 7 წლის მანძილზე უმეტესწილად კომერციული ობიექტებისგან და დეველოპერებისგან პრობლემის მოგვარების ინტერესი ჩნდება კრიტიკული ნიშნულის გადაბიჭების შემდეგ, როდესაც მდგომარეობა ფაქტობრივად სავალალოა და წარმოქმნილი გარე ხმაურის გამო ხდება მოსახლეობის მხრიდან მუდმივი საყვედურების და საჩივრის მიღება. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც - როდესაც დამკვეთი წინასწარ იჭერს თადარიგს და პროექტირების ფაზაშივე ითვალისწინებს ხმის იზოლაციის ტექნოლოგიებს, რაც მათ თავიდანვე არიდებს სამომავლო ხმაურის და ვიბრო იზოლაციის პრობლემას და შესაბამისად - გაუთვალისწინებელი ხარჯების დამატებასაც.

ყოველივე ზემოთ ნახსენებიდან გამომდინარე ნათელია, რომ პრობლემა საკმაოდ კომპლექსურია და მის აღმოსაფხვრელად პროცესების ჯაჭვში ჩართულ აბსოლუტურად ყველა რგოლის მიერ უნდა მოხდეს მყისიერი და ერთობლივი რეაგირება.

•  საზოგადოება - პრობლემის დროული იდენტიფიცირება და რეაგირება, პასუხისმგებელ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თუ აკუსტიკურ კომპანიებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა.

•  NGO - საზოგადოების სწორად ინფორმირება, მათი უფლებების გაცნობიერება და არსებული საკანონმდებლო ნორმატივების მათთვის განმარტება.

•  მედია - მეტი ჩართულობით თითოეული რგოლისთვის ცნობიერების ამაღლება, თავიანთი პასუხისმგებლობის წილზე აქცენტის სწორი დასმა.

•  საკანონმდებლო ორგანოები - შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების მხრიდან ღიაობა საკითხის განხილვის პროცესში.

•  მერიის მუნიციპალური სამსახურები - რეგულაციებისა და მონიტორინგის გამკაცრება, აკუსტიკურ კომპანიებთან საერთო ტექნიკურ ენაზე კომუნიკაციის გაუმჯობესება.

•  აკუსტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიები - თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტების მიწოდება, მუდმივი განვითარება და სწორი კომუნიკაციის დამყარება ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის საზოგადოებასთანაც.

 

გარე ხმაურის მაჩვნებლის დონე და ზოგადად, გარემოს ხმაურით დაბინძურების დონე პირდაპირ აისახება საზოგადოების ცხოვრების ხარისხზე. მოცემული პრობლემის მოგვარება საზოგადოებისთვის, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის უნდა წარმოადგენდეს პრიორიტეტულ ამოცანას, რადგან სწორი გადაწყვეტების მოფიქრებით, აღსრულებითა და მონიტორინგით, მნიშვნელოვნად გაიზრდება ადამიანების ცხოვრების დონე, მათი მუშაობისა და დასვენების ხარისხი.

ხმის იზოლაციის, აკუსტიკის, ვიბრაციის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის, ან შესაბამისი კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანია Akustiko- ნომერზე: 598 744 233 ან Facebook გვერდზე.

 

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics