11:14 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-31 15:09:40, 1302 ნახვა

ეკონომიკა
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ საქართველოში სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ განაცხადა

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ მის ჰოლდინგურ კომპანიაში „Georgia Global Utilities“ -მა (რომელიც მართავს წყლის, წყალარინების და ენერგეტიკულ აქტივებს), სტრატეგიული ინვესტორის მოზიდვის შესახებ განაცხადა. „Georgia Global Utilities“-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი მსოფლიოში წამყვანი ესპანური კომპანია „აქუალია“ (Aqualia) გახდა. აღნიშნული კომპანია ლიდერია ესპანეთში წყლის მომარაგების მენეჯმენტში. ამავდროულად აქვალია არის მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მეცხრე ყველაზე მსხვილი წყალმომარაგების კომპანია.

„აქუალია“ წყალმომარაგების სერვისების მართვით (შეგროვება, გაწმენდა, კანალიზაცია, ჩამდინარე წყლების დამუშავება და ხელახალი გამოყენება), უზრუნველყოფს 1100-ზე მეტ მუნიციპალიტეტს და 30 მილიონზე მეტ მოსახლეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, კოლუმბიაში, მექსიკასა და საუდის არაბეთში.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის და ინვესტორის შემოსვლის შესახებ. ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოს, „სემეკის“ მაღალი პროფესიონალიზმისა და ევროპული რეგულაციების დანერგვა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ასეთი მაღალი რანგის, სტრატეგიული ინვესტორის შემოყვანის მხრივ საქართველოში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი ინვესტიციების მოზიდვა და საერთშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული დარგების განვითარებაზე. ვფიქრობთ კომპანია „აქუალიას“ შემოსვლა გააძლიერებს წყალმომარაგების სისტემას როგორც მომხმარებელის ასევე თანამშრომლის, და სხვა დაინტერესებული მხარეების სასარგებლოდ.“ -  განაცხადა საქართველოს კაპიტალის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

“კომპანია “აქუალიას” ინტერესი საქართველოსა და თბილისის წყალმომარაგების სისტემის მიმართ დიდი ხანია აქვს და დღემდე დიდი ინტერესით ვაკვირდებოდით ამ დარგისა და მისი სისტემის აქტივების განვითარებას. უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორობის დაწყების გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა საქართველოში არსებული კარგი საინვესტიციო გარემო და დანერგილი ევროპული სტანდარტების რეგულაციები.  

“აქუალიას” და საქართველოს კაპიტალის გუნდები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ შეთანხმების დოკუმენტზე, რომელიც გამოხატავს ორივე მხარის ხედვას და ღირებულებებს. ჩვენი ლოკალური პარტნიორის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და ქვეყანაში არსებული გარემოს ზედმიწევნით ცოდნა „აქუალიას“ ტექნოლოგიურ ბაზასა და მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, წყალმომარაგების სერვისის მიწოდების უმაღლესი ხარისხის სტანდარტს უზრუნველყოფს, რაც შესაბამისად ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის წარმატების გარანტიაა.” - განაცხადა FCC „აქუალიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფელიქს პარამ.

 

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება
„პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს თანხა გამოსძალეს“ - სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
პოლ დენი - ავსტრალია არის WWTG-ის მომავალი თავმჯდომარე და მოუთმენლად ელის, რომ დაეფუძნოს საქართველოს წარმატებებსა და ქმედებებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics