15:00 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-31 13:02:26, 1630 ნახვა

სამართალი
გახმაურებული სასამართლო პროცესები და სასტიკი მკვლელობები - 2021 წლის შეჯამება სამართლებრივ ჭრილში

2021 წელი საქართველოსთვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმაოდ რთული და დატვირთული აღმოჩნდა. წლევანდელმა გახმაურებულმა საქმეებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოების ნაწილზე, რომელიც დიდი ინტერესით ადევნებდა სასამართლო პროცესებს თვალს.

 

გახმაურებულ საქმეთა სიაში პირველ ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება იკავებს, რომელსაც სასამართლო ჯგუფურად ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონწილეობას ედავებოდა, კერძოდ, საქმე 2019 წლის 20 ივნისს განვითარეულ მოვლენებს შეეხება, სადაც ოპოზიციონერი ლიდერი აქციის მონაწილეებს პარლამენტის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდა. სასამართლოს განჩინებით, ნიკა მელიას 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადაუხდელობის გამოც, 23 თებერალს ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სპეცრაზმის დახმარებით გამოიყვანეს და დააკავეს. მოგვიანებით, პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე, ევროკავშირმა ნიკა მელიას გათავისუფლების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გირაო გადაუხადა, რის შედეგადაც, 10 მაისს ოპოზიციონერმა საპატიმრო დატოვა.

2021 წელს ხმაურიანი აღმოჩნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში  ექსტრადირება. მეგის ქარდავას პროკურატურამ 11 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, საიდანაც 5-ზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტნილი, 6 სისხლის სამართლის საქმეზე კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა კვლავ გრძელდება.  სასამართლო მეგის ქარდავას პატიმართა მიმართ განხორციელებულ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ედავება.

გახმაურებულ სასამართლოებს შორისაა ე.წ ფულის გათეთრების საქმე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აქვთ წარდგენილი. საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წელსაც გაგრძელდება, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, საქმეს, რომლის გამოძიებაც 2019 წელს დაიწყო,  3-წლიანი გამოძიება არ სჭირდება, რადგან მასში დანაშაული არ იკვეთება.

2021 წელს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობა წინანდლის ტყეში მოხდა, სადაც რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება 5 პირის დაჭრითა და 3-ის გარდაცვალებით დასრულდა. საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, როდესაც საქმეზე ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ბრალდება არ აღიარა. მოგვიანებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური სპორტსტმენი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა.

კიდევ ერთი ტრაგედია, რომელიც 2021 მოხდა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაა. ახალგარდა ბიჭს თავდამსხმელმა 8 ტყვია ესროლა, რის შედეგადა, ის კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულები ადგილიდან მიიმალნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუსწრებლად შეუფარდა, მოგვიანებით კი, უწყებამ საზოგადოებას აცნობა, რომ 2 პირი, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეში დააკავეს. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ დანაშაული მხოლოდ მისი ჩადენილია. ბრალდებული გიორგი კავილაძე კი, წარდგენილი საკუთარ ბრალეულობას მხოლოდ იმაში ხედავს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ის 2022 წელსაც გაგრძელდება.

მნიშვნელოვანი გახმაურებული საქმე, რომელმაც პოლიტიკურ პროცესებზეც იქონია გავლენა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და საზღვრის უკანონო კვეთაა. 1-ელ ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და სასჯელაღსრულების მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ქვეყანაში ჩამოსვლამდე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმე რამდენიმე დანაშაულზე იყო აღძრული, თუმცა მას კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. პროკურატურა ექს-პრეზიდენტს თანხის გაფლანგვას, გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას, ვალერი  გელაშვილის ცემის ფაქტსა და 7 ნოემბრის აქციის დარბევას ედავება. საქალაქო სასამართლოში გამართული 8 პროცესიდან, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ 2-ს დაესწრო, სადაც საზოგადოებას მიმართა და ბრალდებები უარყო. 2021 წელი სრულდება და ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები და როგორი იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი საბოლოო ვერდიქტი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics