20:37 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 14:34:56, 1029 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი" კაპიტალმა ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყანა

"თიბისი" კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირას, ნოემბრის ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, ამ ეტაპზე შესაბამისი კავშირი არ იკვეთება. კერძოდ, თურქული იმპორტისა და გზავნილების წილი დაახლოებით იმავე დონეზეა, ხოლო ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების წილი გაიზარდა კიდეც.

ვაჭრობის დეტალურ სტატისტიკასთან ერთად, 2021 წლის მშპ-ის მესამე კვარტალის მონაცემები და ნოემბრის ფასების სხვადსხვა ინდექსი გამოქვეყნდა. ზრდის მხრივ, ყოველთვიურ შეფასებებთან შედარებით, მატერიალური გადახედვა არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. სწრაფი აღდგენა თითქმის ყველა ძირითადმა სექტორმა განაპირობა, თუმცა მშენებლობას მნიშვნელოვანი უარყოფითი წვლილი ჰქონდა. აღნიშნული ძირითადად დაბალი სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯების შედეგი იყო, რომელიც მშენებლობის სექტორის დეფლატორით შესწორების შემდეგ, რეალურ მაჩვენებლებში წ/წ 44.2%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასების ინდექსებს, დინამიკა ძირითადად მოლოდინების შესაბამისი იყო და თიბისი კაპიტალის პროგნოზებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

"თიბისის" მთავარი ეკონომისტის 27 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics