|
2021-12-23 10:46:52, 2266 ნახვა
ომი უკრაინაში
FDA-მ Pfizer-ის პირველ კოვიდსაწინააღმდეგო აბებს, Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა
ამერიკელმა მარეგულირებელმა მწვანე შუქი აუნთო "ფაიზერის" ანტივირუსულ პრეპარატს, სახელად "პაქსლოვიდი". ეს პირველი აბია, რომელიც შეერთებულ შტატებში სურსათის და მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდ-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. კომპანია „ფაიზერი“ აცხადებს, რომ საბოლოო ანალიზის მიხედვით, მის მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბების ეფექტიანობა, მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 90%-ამდეა. ბოლო ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ პრეპარატი ასევე ინარჩუნებს ეფექტიანობას ვირუსის ძლიერ სახეცვლილი ვარიანტის, სწრაფი და ძლიერ გავრცელების თვისების მქონე „ომიკრონის“ წინააღმდეგ. 1200 ადამიანზე ჩატარებული დაკვირვების მიხედვით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია აცხადებდა, რომ მის მიერ შექმნილი პრევენციული აბების ეფექტიანობა, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 89% იყო. საბოლოო მონაცემები, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა, დამატებით 1000 ადამიანზე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა. ბოლო ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, პრეპარატი ასევე ინარჩუნებს ეფექტიანობას ვირუსის ძლიერ სახეცვლილი ვარიანტის, სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ომიკრონის წინააღმდეგ. „ფაიზერის“ განცხადებით, მათი აბები მედიკამენტთა იმ კლასს მიეკუთვნება, რომლებიც უკვე გამოიყენება შიდსის, ცე-ჰეპატიტის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. „ფაზიერის“ აბები, ინფიცირების შემდეგ, სიმპტომების გამოვლენიდან მალევე, ხუთი დღის განმავლობაში, ყოველ 12 საათში ერთხელ მიიღება. ის „პაქსლოვიდის“ სახელით გაიყიდება. „ეს განსაცვიფრებელი შედეგია“ - ამბობს „ფაიზერის“ უფროსი სამეცნიერო ოფიცერი, მაიკლ დოლსტენი. „ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლის გადარჩენისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებაზე. და თუ რა თქმა უნდა, ინფიცირების შემდეგ აბს სწრაფად მიიღებთ, ეს ვირუსის გადაცემას, სავარაუდოდ მკვეთრად შეამცირებს“ - აცხადებს დოლსტენი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)