|
2021-12-22 12:59:37, 2478 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია – ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად კვლავ მოსალოდნელია შემთხვევების მატება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად, მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნის გაზრდა. როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, სამედიცინო სექტორში, ამ დროისთვის, 9 112 საწოლია მობილიზებული. „საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა, ბუნებრივია, გახდა მზადება „ომიკრონის“ მოსალოდნელი გავრცელებისთვის პრევენციული ღონისძიებებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემის მზაობის თაობაზე. დღევანდელი მდგომარეობით, სამედიცინო სექტორში მობილიზებული რჩება 9112 საწოლი. კლინიკაში ამჟამად იმყოფება 5 488 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1350, რეანიმაციაში - 313. თავისუფალი საწოლების რაოდენობა შეადგენს 3227, რაც არის, დაახლოებით, 30% მობილიზებული საწოლფონდის. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, კვლავაც ვრჩებით მობილიზებულ მდგომარეობაში, რადგან „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში იანვრის თვეშიც,“- განაცხადა გაბუნიამ. მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და 60–წლის ზემოთ პირებში, ფინანსური წახალისების მექანიზმი, საკმაოდ ეფექტურია. „ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება, კარგია, რომ 60–წლის ზემოთ პირებში, ფინანსური წახალისების მექანიზმი აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური – 100 000 გადააჭარბა იმ პირთა რაოდენობამ, რომლებმაც ჩაიტარეს პირველი აცრა, აქციის ფარგლებში, რაც გრძელდება წლის ბოლომდე და უკვე მათი 50% მოვიდა, რათა ჩაიტარონ მეორე აცრა“, – დასძინა გაბუნიამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)