|
2021-12-09 11:33:15, 2655 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ედვარდ ვაუჰანი დაესწრო. – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამერიკელ გენერალს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს. შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და დისტანციურად, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ნათანიელ ადლერი დაესწრნენ. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველომ GDRP-ის განხორციელების შედეგად საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, ნატოსთან ურთიერთთავსებადობისა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მიაღწია. პროგრესი წარმოადგენს საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის შეთანხმების საფუძველს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას და მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, ასევე განიხილეს ახალი მრავალწლიანი ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და გრძელვადიანი გეგმები, რომელიც როგორც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)